logo
ENG



აშშ-ში "მაკდონალდსის'' აღმასრულებელი დირექტორი რომანის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს

04 ნოე 201909:54
3 წუთის საკითხავი
 
1yvukz3nwcrm6c4.png

სამსახურეოიბრივი რომანის გამო "მაკდონალდს-ის''  აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან  დაითხოვეს. სწრაფი კვების კომპანიის მმართველი საბჭოს განცხადებით, სტივ ისტერბრუკის  საქციელი კომპანიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. თავად ისტერბრუკმა თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში აღიარა, რომ "კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით" ურთიერთობა თანამშრომელთან შეცდომა იყო. ის მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან იყო. სამუშაო ეთიკის დაცვას შეერთებულ შტატებში დიდი ყურადღება მოძრაობა #MeToo-ს დაწყების შემდეგ ეთმობა. მოძრაობა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებს ააშკარავებს.


close დახურვა